Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

30/09/2020 15:03:20 საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 289 ადამიანს, მათგან 71-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი პაციენტებიდან რვა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ,რომ ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 1 458 ფაქტი გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 530, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S