Accentnews.ge
გორის სამედიცინო ცენტრი დაიხურა

გორის სამედიცინო ცენტრი დაიხურა

30/09/2020 12:06:39 საზოგადოება

გორის სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება შეჩერებულია. მიზეზად სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირება სახელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლის თამარ მელიქიას ინფორმაციით, კოვიდ–ინფიცირებულია რენტგენოლოგი, რომელიც კლინიკაში თბილისიდან დადის.

"covid-19 დაუდასტურდა რენტგენოლოგს, ახალგაზრდა ქალია, ის გორში თბილისიდან დადიოდა. როგორც გაირკვა სხვა სამსახურშიც მუშაობს და სავარაუდოდ, იქიდან დაინფიცირდა. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. როგორც ცნობილია დედაქალაქიდან თანამშრომლების ტრანსპორტირება სპეციალულად გამოყოფილი მიკროავტობუსით ხდება. გაირკვევა ვის შეხვდა ამ დღეებში, ვისთან ერთად იმგზავრა, მოხდება მათი გატესტვა და იმ შემთხვევაში, თუ მათი პასუხი არ იქნება დადებითი სამედიცინო ცენტრი უახლოეს პერიოდში აღადგენს ფუნქციონირებას. ეს დამოკიდებული იქნება ნიმუშების პასუხებზე“, - განმარტა თამარ მელიქიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6192-მდე გაიზარდა. დილის 11 საათის მონაცემებით. საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 796 პაციენტი. გარდაიცვალა 39 კოვიდ–ინფიცირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S