დღეს ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა
30/09/2020 10:28:25 საზოგადოება
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლინიკაში 60 წლის ქალი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 წლის ქალი გარდაიცვალა, მანამდე კი ქუთაისში 69 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 39-ს შეადგენს.


