საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38–ე პაციენტი გარდაიცვალა
30/09/2020 08:26:28 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი – 38–ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გევრდზეა განთავსებული.
გარდაცვლილი პაციენტი 61 წლის ქალია. ის ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობდა.
30 სექტემბრის დილით 37–ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. 69 წლის მამაკაცი ორმხრივი პნევმონიით ქუთაისში მკურნალობდა.
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3120 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5445 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1 000 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.


