პაატა ვარდანაშვილი: "შარშან ოქტომბერში შატილის სკოლა რომ დაიწვა, წელს ახალი აშენდა"
30/09/2020 08:10:03 საზოგადოება
"შარშან ოქტომბერში შატილის სკოლა რო დაიწვა წელს ახალი აშენდა. ეს მხოლოდ სკოლა არაა - პირველ სართულზე სკოლაა, მეორეზე პანსიონი - პირიქითა ხევსურეთის ყველა სოფლის ბავშვები აქ ცხოვრობენ და სწავლობენ, არა მხოლოდ პირიქითა - ბარიდანაც ადიან ამ სკოლაში სასწავლებლად”,- წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.


მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება:
,,გუშინ დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. ამჟამად ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს, ინვენტარს შეიტანენ და ალბათ უახლოეს მომავალში მოსწავლეებიც შევლენ
P. S. მორები დამუშავებულია ცეცხლაწინააღმდეგო ხსნარით და სკოლაში მოწყობილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა”.


