ბაიდენმა დებატებისას ტრამპს "პუტინის ლეკვი" უწოდა
30/09/2020 08:06:02 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ტელედებატებისას მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "პუტინის ლეკვად" მოიხსენია. რუსულმა ტელეარხმა "Настоящее Время" დებატები პირდაპირ ეთერში გადასცა სინქრონული რუსული თარგმანით.
"მე შევხვედრივარ პუტინს და ცალსახად მიმიხვედრებია იგი, რომ მის ფანდებს არ წამოვეგებოდი. ის [ტრამპი] კი პუტინის ლეკვია, მას ამ დრომდე არაფერი უთქვამს პუტინისთვის ავღანეთში ამერიკელი სამხედროების თავებისთვის ანაზღაურებაზე", – განაცხადა ("Интерфакс"-ის ციტატა) ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
მეტოქეებმა კვლავ განსხვავებული აზრი დააფიქსირეს ხმის ფოსტით მიცემის შესაძლებლობაზე. ტრამპმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ ეს “თაღლითობის” რისკის შემცველია და რომ ამერიკელებმა შესაძლოა, არჩევნების შედეგები რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეიტყონ.
საპასუხოდ ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტრამპს "უბრალოდ ეშინია ხმათა დათვლის" და რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ადრე თავადაც ფოსტით მისცა ხმა, “გაგზავნა რა თავისი ბიულეტენი ფლორიდაში".
ბაიდენი, იმის მტკიცებისას, რატომ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა მას, აცხადებდა, რომ ტრამპის მმართველობის პერიოდში ქვეყანა “დასუსტდა”, გახდა უფრო “ღარიბი” და "გაყოფილი".
როგორც Reuters აღნიშნავს, ტრამპი მუდმივად იგნორირებდა მედიატორ კრის უოლესის მოწოდებებს, ბაიდენისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. მეტოქეებმა ცხარე დისკუსია გამართეს და ერთმანეთს შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. გარკვეულ მომენტში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, განრისხებულმა ბაიდენმა ასე მიმართა: "ხმას ჩაიგდებ, ძმობილო? ეს ძალიან არაპრეზიდენტულია".
ტელეარხ CNN-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ტრამპსა და ბაიდენს შორის გამართული დებატების 10-დან 6 მაყურებელი თვლის, რომ დემოკრატების კანდიდატმა თავი უკეთ წარმოაჩინა.
დაახლოებით 2/3 თვლის,რომ ბაიდენის პასუხები უფრო სანდოა, ვიდრე ტრამპის ((65% 29%-ის წინააღმდეგ). რესპონდენტთა უმრავლესობამ (69%) ასევე განაცხადა, რომ მისი პრეტენზიები ტრამპის მიმართ სამართლიანი იყო. ამავდროულად, 32%-მა აღნიშნა, რომ ტრამპია მართალი.
დებატები ხანდახან გადამწყვეტი ყოფილა არჩევნების შედეგებისთვის, მაგრამ წელს ტელეეთერამდე გამართულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და წინა არჩევანის შეცვლას აპირებს,- წერს "ამერიკის ხმა". სამშაბათის საღამოს მდგომარეობით, 1,4 მლნ ამერიკელმა ხმა წინმსწრებად უკვე მისცა, - იუწყება Reuters.
დებატებამდე ცოტა ხნით ადრე “The New York Times”-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომლის თანახმად, მილიარდერმა ტრამპმა 2016 წელს, პრეზიდენტად კენჭისყრისას და 2017 წელს, უკვე თეთრ სახლში ყოფნისას ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში მხოლოდ 750 დოლარი შეიტანა. მოხსენებაში დეტალურადაა აღწერილი, როგორ გაწერა ტრამპმა, რომელიც ხშირად ახსენებს თავის საქმიან ალღოს, ასობით მილიონი დოლარი კომერციულ დანაკარგად.
ტრამპმა ამ მოხსენებას “აბსოლუტური სიყალბე” უწოდა, მაგრამ ბაიდენის შტაბმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ტრამპი “მოსწყდა” ამერიკელ მშრომელებს, რომელთა ინტერესებისთვისაც, როგორც თავად ირწმუნება, იბრძვის.
დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე ბაიდენმა და მისმა მეუღლემ 2019 წლის საკუთარი საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნეს. საბუთების მიხედვით, მათ ბიუჯეტში თითქმის 300 ათასი დოლარი შეიტანეს. ტრამპს დეკლარაცია არ გამოუქვეყნებია და განმარტა, რომ მონაცემები მოწმდება.


