Accentnews.ge
ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ისგან 800–მდე პირი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ისგან 800–მდე პირი გამოჯანმრთელდა

30/09/2020 07:19:19 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსისგან 796 პირი განიკურნა, ხოლო ერთი პირი გარდაიცვალა– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენძელაძემ განუცხადა.

მისი ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში 3072 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 28 პაციენტი კრიტიკულია. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთაგან 26 მართვით სუნთქვაზეა, მათგან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

რაც შეეხება გარდაცვლილ პაციენტს, ენდელაძის ცნობით, პაციენტი – 69 წლის მამაკაცი ქუთაისში გარდაიცვალა. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3120 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5413 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 869 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 235

იმერეთი – 38

თბილისი – 30

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 14

გურია – 6

კახეთი– 1

მცხეთა–მთიანეთი – 1

სამცხე–ჯავახეთი – 1

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S