როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
30/09/2020 07:10:26 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდეროს. კერძოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 326 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
აჭარა – 235
იმერეთი – 38
თბილისი – 30
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 14
გურია – 6
კახეთი– 1
მცხეთა–მთიანეთი – 1
სამცხე–ჯავახეთი – 1
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 800–მდე პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3120 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5413 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 869 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.


