Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

30/09/2020 06:21:05 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 326 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2 324 პირი განიკურნა, 36 პაციენტი კი გარდაიცვალა.უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 326 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5413 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 869 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S