კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
29/09/2020 15:41:13 საზოგადოება
კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 79 წლის მამაკაცს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 გარდაიცვალა.


