ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი
29/09/2020 14:50:02 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. იგი 82 წლის ქალბატონია, რომელიც მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდის" კოვიდ–ცენტრში გადიოდა.
პაციენტი კლინიკაში 15 სექტემბერს შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
როგორც “კლინიკა ბომონდში" აცხადებენ, 82 წლის ქალბატონს გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 გარდაიცვალა.


