Accentnews.ge
„ხმას არ იღებთ, ან მიდიხართ“ – "სილქნეტის" ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

„ხმას არ იღებთ, ან მიდიხართ“ – "სილქნეტის" ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

29/09/2020 14:09:59 საზოგადოება

სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტის" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა – "ცხელი ხაზის" ოპერატორებმა კომპანიის ოფისთან დღეს აქცია გამართეს.

როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ვასო თედიაშვილი განმარტავს, პრობლემების ჩამონათვალი პანდემიამ კიდევ უფრო გაზრადა და ხოლო მას შემდეგ, რაც დასაქმებულებმა სამუშაო პირობების გადახედვა ადმინისტრაციისგან მოითხოვეს, ადმინისტრაციამ საკითხვი შემდეგნაირად დასვა: „რჩებით ხელფასის გაზრდის განხილვის გარეშე და ხმას არ იღებთ, ან მიდიხართ სამსახურიდან“.

"მგონი, სჯობს, რომ თქვენით წახვიდეთ" - ასეთი ფორმითაც გვითხრეს", - ამბობს თედიაშვილი და დასძენს, რომ სამსახურიდან 50–მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

"სილქნეტის" ყოფილი თანამშრომლები კომპანიაში არსებული პრობლემების ჩამონათვალს ავრცელებენ:

· ბოლო სამ წელში იზრდებოდა სამუშაო დატვირთვა, სერვისები და აბონენტთა რაოდენობა, თუმცა ანაზღაურება - არა;

· პანდემიის დროს თანამშრომლებს არ ჰქონდათ წვდომა სამუშაო ინვენტარზე და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის დროს, მათ ნაწილს, პირადი ხარჯებით ტექნიკის ყიდვა მოუწია;

· სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესები არ არის დაცული - კომპანიაში ჩამოინგრა ჭერი და დასაქმებულები შემთხვევით გადაურჩნენ;

· სამუშაო სივრცე მცირეა და ოპერატორები ვერ ახერხებენ ჯეროვნად შეასრულონ სამუშაოები. კორონავირუსი პანდემიის პირობებში კი თანამშრომლები ერთი და იმავე ყურსასმენებით მუშაობდნენ და არ ხდებოდა სადეზინფექციო ხსნარების დროულად შევსება;

· კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ კვირაში 6 დღეს (45საათი და არასამუშაო დღეებში უწევდათ მუშაობა სურვილის მიუხედავად) და არ იღებენ კუთვნილ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას;

· სამუშაო ინვენტარის მუშაობის პროცესში დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურებიდან ექვითებათ თანამშრომლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S