Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ით დღეს მეორე, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19–ით დღეს მეორე, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

29/09/2020 08:24:46 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი საჩხერეში გარდაიცვალა. რაც შწეეხება პირველ შემთხვევას, გარდაცვალების ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა – პაციენტი 55 წლის ქალი იყო.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დღეს 314-ით გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 2 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 8 664 PCR ტესტი ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 5 866 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2 324 გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 637 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 800 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S