Accentnews.ge
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი 7 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი 7 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

29/09/2020 07:12:56 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 3 544 აქტიური შემთხვევაა, მათგან 25 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ენდელაძის თანახმად, 23 პაციენტი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულად ფასდება, სადღეისოდ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო მათგან 7 საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდანაა გადმოყვანილი.

ცნობისთვის: კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს, თუმცა ინფიცირების ფაქტები ფიქსირდება საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც. კერძოდ, რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი 314 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 225
  • თბილისი – 35
  • იმერეთი – 22
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 18
  • შიდა ქართლი – 9
  • სამცხე–ჯავახეთი – 3
  • გურია – 1
  • ქვემო ქართლი – 1

გასული დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელება დაუდასტურდა 270 პირს, ხოლო ერთი პაციენტი – 35 წლის ქალი აჭარიდან გარდაიცვალა.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, ინფიცირებულებს შესაბამისი მკურნალობა გაუწიოს.

"ეს მონაცემები საგანგაშოდ არ ითვლება, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, სერიოზული გაფრთხილება გვჭირდება. ჯანდაცვა მზად არის როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე აჭარაში. აჭარას როგორც ვიცი, ემსახურება 8 სტაციონარი, ადგილები ყოველთვის არის თავისუფალი მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტებისათვის. ასევე, არის საკარანტინო სასტუმროები, სადაც მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები და ნაწილი რჩება ბინაზე, ეს გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები", - განაცხადა ენდელაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S