Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

29/09/2020 07:03:53 საზოგადოება

კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს, თუმცა ინფიცირების ფაქტები ფიქსირდება საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც. კერძოდ, რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი 314 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 225

თბილისი – 35

იმერეთი – 22

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 18

შიდა ქართლი – 9

სამცხე–ჯავახეთი – 3

გურია – 1

ქვემო ქართლი – 1

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 3 544 აქტიური შემთხვევაა, მათგან 25 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიდან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 7 საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდანაა გადმოყვანილი.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 პაციენტი – 55 წლის ქალი აჭარიდან გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S