Accentnews.ge
COVID-19-ით გარდაცვალების 33–ე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

COVID-19-ით გარდაცვალების 33–ე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

29/09/2020 06:56:49 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 33–ე ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა. პაციენტი 55 წლის ქალია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა: დიაბეტი, გულის და თირკმლის უკმარისობა, ოპრმხრივი მწვავე მნევმონია და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მათივე ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობის პერიოდში სხვადასხვა დაავადება აღენიშნებოდა. ესენია: COVID -19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 314 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 225 აჭარაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S