Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

29/09/2020 06:33:47 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 314 პირს დაუდასტურდა, 270 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2 324 პირი განიკურნა, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 314 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 800 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

განახლება

ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით აჭარა და თბილისი ლიდერობენ. კერძოდ, რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი 314 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 225
  • თბილისი – 35
  • იმერეთი – 22
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 18
  • შიდა ქართლი – 9
  • სამცხე–ჯავახეთი – 3
  • გურია – 1
  • ქვემო ქართლი – 1

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 3 544 აქტიური შემთხვევაა, მათგან 25 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიდან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 7 საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდანაა გადმოყვანილი.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, ინფიცირებულებს შესაბამისი მკურნალობა გაუწიოს.

"ეს მონაცემები საგანგაშოდ არ ითვლება, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, სერიოზული გაფრთხილება გვჭირდება. ჯანდაცვა მზად არის როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე აჭარაში. აჭარას როგორც ვიცი, ემსახურება 8 სტაციონარი, ადგილები ყოველთვის არის თავისუფალი მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტებისათვის. ასევე, არის საკარანტინო სასტუმროები, სადაც მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები და ნაწილი რჩება ბინაზე, ეს გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები", - განაცხადა ენდელაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S