„დინამო“ 6:1 ანგარიშით წაგებულ მატჩს განცხადებით ეხმიანება
28/09/2020 17:00:32 საზოგადოება
საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩზე ფარებების კუნძულების კლუბ „კლასვიკთან“ 6:1 ანგარიშით წაგებულ მატჩს განცხადებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კლუბის მართვას მაღალკვალიფიციური მენეჯერები ახორციელებენ.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში.
კლუბი აღნიშნავს, რომ ამ მარცხის კლუბის მთელ საქმიანობაზე განზოგადება არასწორია.


