Accentnews.ge
ერდოღანი: „სომხეთი უნდა წავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან"

ერდოღანი: „სომხეთი უნდა წავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან"

28/09/2020 13:45:30 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოანის განცხადებით, სომხეთი უნდა "წავიდეს [აზერბაიჯანის] ოკუპირებული ტერიტორიებიდან",– იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

ამის შესახებ ერდოღანმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შეფასებისას განაცხადა. თავის მხრივ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარას ბრალი დასდო დაქირავებული მეომრების გადაბირებაში იმ მიზნით, რომ მათ შეიარაღებულ კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს მიიღონ მონაწილეობა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და მიუხედავად საერტაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ცნობები დაღუპულების შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

ამ დროისთვის აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

გაერო, აშშ, რუსეთი და ევროკავშირი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ შეტაკებები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S