კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
28/09/2020 13:19:44 საზოგადოება
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 32 პაციენტი კი გარდაიცვალა.


