საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
28/09/2020 13:04:25 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფრომაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 32 პაციენტი კი გარდაიცვალა.


