წნორის მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა
28/09/2020 12:36:05 საზოგადოება
წნორის მოხუცთა თავშესაფარში ერთ-ერთ ბენეფიციარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული 79 წლის მოხუცის წყარო ჯერ–ჯერობით უცნობია.
ამჟამად თავშესაფარში 22 ბენეფიციარი ჰყავთ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


