Accentnews.ge
“საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს სრულიად შეესაბამება და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს"

“საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს სრულიად შეესაბამება და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს"

28/09/2020 12:21:19 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის უფროსი სალომე სხირტლაძე აცხადებს, რომ “საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს სრულიად შეესაბამება და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს".

სალომე სხირტლაძის თქმით, რომელიც დღევანდელ პრეზენატაციას ესწრებოდა, "ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. იგი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას და აწესებს შეზღუდვებს თუ ლიმიტებს, რომელიც უკავშირდება საინვესტიციო საქმიანობას".

"ეროვნულმა ბანკმა დეტალურად შეაფასა ეს დოკუმენტი და აქტიურად ვიყავით ჩართული მისი შემუშავების პროცესში. ეროვნული ბანკის როლი არის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა. ეს გულისხმობს, იმას, რომ ეროვნული ბანკი გაუწევს მონიტორინგს/ზედამხედველობას საპენსიო საინვესტიციო საქმიანობას, იმას თუ რამდენად შეესაბამება ეს საქმიანობა საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულ მითითებებს, რამდენად აკმაყოფილებს ეს საქმიანობა დადგენილ რისკების ლიმიტებს. სწორედ ეს იქნება ძირითადად ჩვენი შეფასების მთავარი ამოცანა. რამდენად იქნება თანხა დაცული და რა იქნება პორტფელის მომგებიანობა, ეს დიდწილად დამოკიდებულია თვითონ დოკუმენტის საინვესტიციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მოხდება ამ თანხების ინვესტირება პორტფელების მიხედვით. საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანია 95% ალბათობით უზრუნველყონ დადებითი ამონაგები ამ პორტფელიდან", -აცხადებს სალომე სხირტლაძე.

დღეს საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და განსაზღვრავს საპენსიო აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას. ეს პოლიტიკა, კანონთან და რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო ბერკეტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები. კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ზედამხედველი. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საშუალებას იძლევა, რომ საინვესტიციო პორტფელი გახდეს გაცილებით დივერსიფიცირებული და მიმართული გრძელვადიან რეალურ ამონაგებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S