Accentnews.ge
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

28/09/2020 09:39:16 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 28-30 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S