Accentnews.ge
ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

28/09/2020 09:03:08 საზოგადოება

კოვიდ–ინფიცირების მომატებული რისკის გამო ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S