ახალ კოვიდ–ინციფირებულს შორის 10 სამედიცინო პერსონალია
28/09/2020 08:36:33 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გაყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილ ახალ კოვიდ–ინციფირებულს შორის 10 სამედიცინო პერსონალია.
"ეპიდკერაში მოგზაურის ისტორიის მქონე პაციენტია 13, თვითილოზაცია-.კარანტინში გამოვლენილია 18, 10 სამედიცინო პერსონალია. 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სხვა რისკ ჯგუფები 18, ძირითადი გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები და მათთან კონტაქტები“,- განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართლ ბრიფინგზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


