აჭარის გარდა, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა თბილისსა და იმერეთშიც დაიწყეს
28/09/2020 08:12:09 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარის გარდა, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა თბილისსა და იმერეთშიც დაიწყეს.
როგორც მან გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 600-მდე აჭარაში, დანარჩენი თბილისსა და იმერეთში.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


