Accentnews.ge
განათლების მინისტრი განმარტავს, როდიდან განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში

განათლების მინისტრი განმარტავს, როდიდან განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში

28/09/2020 08:04:05 საზოგადოება

აჭარის გარდა, ყველა სტუდენტი დაბრუნდება აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„19 ოქტომბრიდან, უნივერისტეტები, პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, უშუალოდ აუდიტორიებში განაახლებენ სწავლასა და მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა. ეს არის ეტაპობრივი. ძალიან დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას. ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული – 12 და 19 ორშაბათია ორივე. მოსწავლეებისა და შესაბამისად სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ეტაპობრივად მოხდება“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S