ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში
28/09/2020 07:54:30 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში.
დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19 298 ადამიანს დაუდგინდა, სომხეთში – 174–ს, ხოლო აზერბაიჯანში – 128–ს.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 307 000–ზე მეტი ადამიანი, 24 639 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


