სადღეისოდ აჭარის რვა კლინიკაში 492 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 49 ბავშვია, 14 კი – ორსული
28/09/2020 07:30:30 საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, სადღეისოდ აჭარის რვა კლინიკაში 492 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 49 ბავშვია, 14 კი – ორსული.
ბოლო 24 სათში აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი. გარდაცვლილები არიან 65 და 75 წლის მამაკაცები, რომლებიც ერთი კვირის წინ შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების განცხადებით, მათ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


