კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით აჭარის შემდეგ იმერეთი ლიდერობს
28/09/2020 07:26:16 საზოგადოება
კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით აჭარის შემდეგ იმერეთი ლიდერობს. კერძოდ, საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
აჭარა–175
იმერეთი–38
თბილისი – 32
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 14
გურია – 16
სამცხე ჯავახეთი – 11
ქვემო ქართლი–7
კახეთი – 4
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


