Accentnews.ge
ვინ არიან ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

ვინ არიან ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

28/09/2020 07:11:57 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

გარდაცვლილთაგან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია.

ენდელაძის თქმით, სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S