"კოვიდ–ინფიცირებული 25 კრიტიკული პაციენტიდან, 22 მართვით სუნთქვაზეა"
28/09/2020 07:08:10 საზოგადოება
ბოლო ოფიციალური მონააცემებით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 25–ია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სადღეისოდ COVID-19–ის 3 498 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
"3 498 კოვიდ–ინფიცირებულიდან ამ ეტაპზე გვყავს 25 კრიტიკული პაციენტი, მათ შორის 22 არის მართვით სუნთქვზე", – განაცხადა ელდელაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


