Accentnews.ge
ინდოეთში  COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 6 000 000–ს გადააჭარბა

ინდოეთში  COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 6 000 000–ს გადააჭარბა

28/09/2020 05:57:40 მსოფლიო

ინდოეთში COVID-19–ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 6 000 000–ს გადააჭარბა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 82 170 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 039 პაციენტი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში COVID-19–ით ინფიცირების 6 074 000–ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 95 542 ადამიანი იმსხვერპლა.

COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 307 000–ზე მეტი ადამიანი, 24 639 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1906 პირი განიკურნა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S