Accentnews.ge
Spigel: მერკელმა ნავალნი საიდუმლოდ მოინახულა

Spigel: მერკელმა ნავალნი საიდუმლოდ მოინახულა

28/09/2020 05:47:23 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი ალექსანდრე ნავალნი „შარიტეს“ კლინიკაში, სადაც ეს უკანასკნელი გადის მკურნალობას მოწამლვის შემდეგ, საიდუმლოდ მოინახულა,– იუწყება "Spigel" და აღნიშნავს, რომ ამ ჟესტით მერკელმა დაადასტურა გერმანიის ხელისუფლების სოლიდარობა რუსი ოპოზიციონერისადმი.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ. ის ჯერ ომსკის და შემდეგ ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელი ექიმების დასკვნით, რუსი ოპოზციონერი ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკით“ მოწამალეს. ნავალნი 32 დღე კომაში იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. 23 სექტემბერს ნავალნი ბერლინის კლინიკის სტაციონარიდან გაწერეს. ის რუსეთში გეგმავს დაბრუნებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S