Accentnews.ge
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა

28/09/2020 05:40:56 მსოფლიო

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით დაავდებამ მსოფლიოში 1 002 402 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 307 000–ზე მეტი ადამიანი, 24 639 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

აშშ Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1906 პირი განიკურნა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S