Accentnews.ge
ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ

ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ

28/09/2020 05:10:20 საზოგადოება

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ჟურნალისტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ბუკია ამბობს, მას ხელახალი ტესტირება ჩაუტარდა და ტესტის პასუხი უარყოფითია.

"უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა. დავამარცხეთ!", - წერს ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ ბუკიასთან ერთად მისი მეუღლე, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც იყო ინფიცირებული. ბუკიასთან ერთად კოვიდ-19 გოგიჩაიშვილმაც დაამარცხა.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტმბერს დაუდგინდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S