აჭარაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
27/09/2020 07:17:18 საზოგადოება
ბოლო 24 საათში აჭარაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. COVID-19 296 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა, რაც რეგიონისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
აჭარა–193
იმერეთი–14
თბილისი – 43
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 11
გურია – 16
სამცხე ჯავახეთი – 5
ქვემო ქართლი–5
კახეთი – 2
შიდა ქართლი – 4
მცხეთა – მთიანეთში – 1
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 294 პირს დაუდასტურდა, 87 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1906 პირი განიკურნა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5674 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 800 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.
ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.


