Accentnews.ge
საქართველოში სადღეისოდ COVID-19–ის 3 348 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში სადღეისოდ COVID-19–ის 3 348 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

27/09/2020 07:07:16 საზოგადოება

საქართველოში სადღეისოდ COVID-19–ის 3 348 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"3 348 კოვიდ–ინფიცირებულიდან ამ ეტაპზე გვყავს 20 კრიტიკული პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვზე", – განაცხადა ელდელაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 294 პირს დაუდასტურდა, 87 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1906 პირი განიკურნა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5674 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 800 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S