Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ  5200–ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ  5200–ს გადააჭარბა

27/09/2020 06:50:57 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 294 პირს დაუდასტურდა, 87 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1906 პირი განიკურნა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5674 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 800 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S