თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა
26/09/2020 18:00:28 საზოგადოება
პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ახალი კორონავირუსისგან განიკურნა.
"ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული (კოვიდის ) ტესტების პასუხები უარყოფითია უფლის წყალობით , ჩვენს ოჯახში ყველასთან მადლობა დიდი, გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია? სიკეთით დამებრუნებიოს, დიდი მადლობა", - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. მას შემდეგ, იგი კლინიკაში იმყოფებოდა.


