Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით აჭარის შემდეგ იმერეთი ლიდერობს

კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით აჭარის შემდეგ იმერეთი ლიდერობს

26/09/2020 07:21:55 საზოგადოება

კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით აჭარის შემდეგ იმრეთი ლიდერობს.

როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 296 შემთხვევიდან 166 აჭარიდანაა, ხოლო 55 – იმერეთიდან.

საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა–166
  • იმერეთი–55
  • თბილისი – 41
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 18
  • გურია – 9
  • სამცხე ჯავახეთი – 1
  • ქვემო ქართლი–3
  • კახეთი – 1

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 296 პირს დაუდასტურდა, 60 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1819 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 296 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 781 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S