აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა
26/09/2020 06:09:46 მსოფლიო
აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 7 032 712 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაცვლილია 203 750, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 2 727 335.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განახლებული პროგნოზით, 17 ოქტომბრამდე ახალი კორონავირუსი ქვეყანაში 226 000–მდე ადამიანს იმსხვერპლებს.
აშშ Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 993 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 32 769 000–ზე მეტი ადამიანი, 24 179 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


