Accentnews.ge
უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 22 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 22 ადამიანი ემსხვერპლა

25/09/2020 19:50:04 მსოფლიო

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური.

მისივე ცნობით, ბორტზე სულ 28 პირი იმყოფებოდა. ორი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, 4 პირს კი ამ დრომდე ეძებენ.

ავიაკატასტროფა ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა

ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S