Accentnews.ge
ჯანმო – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა, 2 მილიონს მიაღწიოს

ჯანმო – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა, 2 მილიონს მიაღწიოს

25/09/2020 17:30:22 მსოფლიო

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა, 2 მილიონს. მიაღწიოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

"პანდემიის შესაკავებლად შეთანხმებული ქმედებების გარეშე COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა, 2 მილიონზე მეტიც იყოს. ეს რაოდენობა არა მხოლოდ წამოსახვითი, არამედ, სამწუხაროდ, ძალიან რეალურია", – განაცხადა რაიანმა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 987 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 32 420 000–ზე მეტი ადამიანი, 23 935 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S