Accentnews.ge
"ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა პირველ რიგში, ღარიბებს უნდა ჰქონდეთ"

"ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა პირველ რიგში, ღარიბებს უნდა ჰქონდეთ"

25/09/2020 16:41:54 მსოფლიო

რომის პაპის განცხადებით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა პირველ რიგში, ღარიბებს უნდა ჰქონდეთ.

„როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება, თუ ვინმე უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, დაე, ეს ყველაზე ღარიბები, ყველაზე დაუცველები იყვნენ, ისინი, რომლებიც ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან მათ არც ძალაუფლება და არც ეკონომიკური რესურსები არ გააჩნიათ", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ დღეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 987 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 32 420 000–ზე მეტი ადამიანი, 23 935 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S