Accentnews.ge
Covid-19 საქართველოში: რამდენი საწოლია თავისუფალი და რამდენი პირი მკურნალობს ბინაზე

Covid-19 საქართველოში: რამდენი საწოლია თავისუფალი და რამდენი პირი მკურნალობს ბინაზე

25/09/2020 10:57:45 საზოგადოება

25 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ–ცენტრებში 714 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ "აქცენტს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

"25 სექტემბრის დილის 9:00 საათის მონაცემებით, სტაციონარში წევს 1451 კოვიდ–დადასტურებული შემთხვევა, თავისუფალია 714 საწოლი", – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

როგორც ცნობილია, საქართველოში ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აჭარიდან დაიწყო, რომელიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, "წითელ ზონადაა" გამოცხადებული. "აქცენტი" მსგავსი პაციენტების რაოდენობით დაინტერესდა და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 23 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ბინაზე 519 ადამიანი მკურნალობს.

ცნობილია ისიც, რომ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ნაწილი მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ–სასტუმროებში იმყოფება. 25 სექტემბრის დილის მონაცემებით, მათი რაოდენობა 781–ია, ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის 3 000–მდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 265 პირს დაუდასტურდა, 55 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 265 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

საქართველოს რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა–165
  • იმერეთი–27
  • კახეთი – 6
  • თბილისი – 43
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 6
  • სამცხე ჯავახეთი – 4
  • ქვემო ქართლი–3
  • შიდა ქართლი – 2

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S