Accentnews.ge
კვლევა – შეცდომა, რომელსაც კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების თითქმის 50% უშვებს

კვლევა – შეცდომა, რომელსაც კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების თითქმის 50% უშვებს

25/09/2020 09:19:30 მსოფლიო

იმ პირობებში, როდესაც COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული) და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად გარდა 3 ძირითადი კრიტერიუმის (სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება და ხელების ხშირად დაბანა) დაცვისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა კონტაქტების დროული და ზუსტი დადგენა.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, COVID-19–ის დადასტურების შემდეგ კვლევაში მონაწილე კოვიდ–ინფიცირებულთა ​ 48%–მა კონტაქტები ვერ დაასახელა.

მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ აპლიკაციებზე, რომელთაც შეუძლიათ მომხმარებლებს შეატყობინონ, თუ ჰქონდათ კონტაქტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან.

შეგახსენებთ, რომ ქართულენოვანი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან თუ ჰქონდათ კონტაქტი, საქართველოში 16 აპრილიდან ხელმისაწვდომია.

აპლიკაციის გადმოწერა IOS-ის მომხმარებლებს App Store-დან STOP COVID, ხოლო "ანდროიდის" მომხმარებლებს Google Play-დან NOVID20 სახელწოდებით შეუძლიათ. გადმოწერის შემდეგ აპლიკაციაში მომხმარებლების რეგისტრაცია საჭირო არაა, შესაბამისად, მას არ აქვს წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე.

იმ შემთხვევაში კი, თუ აპლიკაციის რომელიმე მომხმარებელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდება, კონფიდენციალურობის დაცვით, ამავე აპლიკაციაში უნდა მიუთითოს, რომ ინფიცირებულია, რის შემდეგაც შეტყობინებას მიიღებს ყველა სხვა მომხმარებელი, რომლებსაც მასთან 10 წუთით ან მეტი დროით ჰქონდათ კონტაქტი.

აპლიკაცია ქართულ მხარეს ავსტრიულმა კომპანიებმა დაუმზადეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 987 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 32 420 000–ზე მეტი ადამიანი, 23 935 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S