Accentnews.ge
კვლევა - 5 კრიტერიუმი, რომელიც ქვეყნებმა საკარანტინო ზომების შემსუბუქებამდე უნდა დააკმაყოფილონ

კვლევა - 5 კრიტერიუმი, რომელიც ქვეყნებმა საკარანტინო ზომების შემსუბუქებამდე უნდა დააკმაყოფილონ

25/09/2020 07:47:48 მსოფლიო

ქვეყნები, რომლებიც გადაწყვეტენ საკარანტინო ზომების შემსუბუქებას, 5 ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, – ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ The Lancet–ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ეს კრიტერიუმებია:

  • ვირუსის გავრცელების დონის მაქსიმალური სიზუსტით გამოთვლა;
  • საზოგადოების ჩართულობა; "რიგ შემთხვევებში მოსახლეობისადმი სოციალური დისტანციის, პირბადეებისა და სახლიდან მუშაობის თაობაზე დამაბნეველი და მუდმივად ცვალებადი მიმართვები გავრცელდა. რამაც საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის ნაკლებობა გამოიწვია. მოქალაქეებს უნდა მიმართონ თანმიმდევრული და ზუსტად გაწერილი რჩევებით, რადგან მოქალაქეების ჩართულობა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია", – აცხადებენ მკვლევარები.
  • ადეკვატური საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ადეკვატური ჯანდაცვის სისტემა;
  • საზღვრის კონტროლი;

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს 9 ქვეყანა (ჰონგ კონგი, იაპონია, ახალი ზელანდია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, გერმანია, ნორვეგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი), სადაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები უკვე შემსუბუქებულია.

"მტკიცებულებები ნათელია. სადაც გვაქვს დაავადების მკვეთრი ზრდა, იქ ყველგან ძალიან ნაადრევადაა შემსუბუქებული შეზღუდვები", – აცხადებს კვლევის ერთ–ერთი ავტორი მარტინ მაკი, რომელიც ლონდონის "School of Hygiene and Tropical Medicine"–ის მეცნიერია.

მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის უსაფრთხოდ გახსნისთვის აუცილებელია, ამა თუ იმ სახელმწიფოში ხორციელდებოდეს ინფიცირებულის კონტაქტების ეფექტურად მოძიება, ტესტირება, სათანადო პირობების შექმნა იზოლაციისათვის და ა. შ.

"კვლევის შედეგების თანახმად, ხსენებულ ნორმებს აღნიშნული ქვეყნებიდან სათანადოდ არავინ იცავს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთს აქვს, მას მოსდევს ესპანეთი და საფრანგეთი", – დასძინა მარტინ მაკიმ.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 987 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 32 420 000–ზე მეტი ადამიანი, 23 935 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S