Accentnews.ge
საქართველოში სადღეისოდ COVID-19–ის 3 000–მდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში სადღეისოდ COVID-19–ის 3 000–მდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

25/09/2020 07:28:19 საზოგადოება

საქართველოში სადღეისოდ ახალი ტიპის კორონავირუსის 3 000–მდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათი ნაწილი კოვიდ–ცენტრებშია მოთავსებული, ნაწილი კოვიდ–სასტუმროებში, ხოლო ნაწილი ბინაზე გადის მკურნალობას. როგორც ცნობილია, რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აჭარის რეგიონიდან დაიწყო. რაც შეეხება კოვიდ–ცენტრებს, ოფიციალური ცნობით, 781 უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ მდგომარეობაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი იმყოფება, ხოლო დანარჩენი შემთხვევები მძიმე, საშუალო სიმძიმის და მსუბუქია.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 265 პირს დაუდასტურდა, 55 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 265 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

საქართველოს რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა–165
  • იმერეთი–27
  • კახეთი – 6
  • თბილისი – 43
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 6
  • სამცხე ჯავახეთი – 4
  • ქვემო ქართლი–3
  • შიდა ქართლი – 2

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S